09-19 სექტემბერი 2019 წელი საერთაშორისო მუსიკალური ფორუმი „GLOMUS“

სურათი

9 სექტემბერი 2019 წელი


 
 
 
GLOMUS 2019 - მსოფლიო მუსიკალური კულტურების შეხვედრაგლობალური დიალოგი, მდგრადობა და არტისტული ინტერვენცია
9-19.2019. ბათუმი, საქართველო
GLOMUS 2019 მხარდამჭერებია :
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტრო,
  • აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო,
  • ქ.ბათუმის მერია მხარდაჭერით
 
2019 წლის 9-19 სექტემბერს დაგეგმილია Glomus-ის (GLOBAL MUSIC) საერთაშორისო მუსიკალური შეხვედრა - „GLOMUS 2019 - მსოფლიო მუსიკალური კულტურების შეხვედრაგლობალური დიალოგი, მდგრადობა და არტისტული ინტერვენციაბათუმში. ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ამ დიდ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად.
Glomus-ი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება იმ ქვეყნებში, რომელბსაც ძლიერი ტრადიციული კულტურა გააჩნიათ.  2019 წელს GLOMUS-ის საერთაშორისო მუსიკალური შეხვედრაზე ბათუმში შეიკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის (ევროპის, ავსტრალიის, აფრიკის, აზიის, აშშ) უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, რექტორები, პროფესორები, და სტუდენტები (120 სტუმარი). დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოფები, კონცერტები და უმაღლესი განათლების მენეჯერების შეხვედრა „ლიდერთა ფორუმზე“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიური პერსონალის გარდა პროექტში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის კონტატქების დამყარებას. მასტერკლასებში კონსერვატორიის და ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების გვერდით მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და კონტიტენენტიდან ჩამოსული სტუდენტებიც. დაგეგმილია უცხოელი სტუდენტების ვორქშოფი ქართულ ხალხურ მუსიკაში.
კონსერვატორია Glomus მოძრაობაში ჩაერთო 2015 წლიდან, ხოლო პარტნიორებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა 2019 წელს Glomus საქართველოს რუქაზე გაჩენა. ბათუმი შემთხვევით არ შერჩეულა გლობალური მუსიკის შეხვედრის ადგილად: გვსურს გამოვიყენოთ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აბრეშუმის გზაზე და სწორედ ბათუმში შევკრიბოთ აბრეშუმის გზის და სხვა ქვეყნების ტრადიციული კულტურის წარმომადგენლები. ამასთან ბათუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „ახალი აბრეშუმის გზისა მიმართულებისა“, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს როგროც აღმოსავლეთ კარიბჭე ჩინეთისკენ და დასავლეთის კარიბჭე ევროპისკენ. ბათუმს ისტორიული ადგილმდებარეობის გამო, ოდითგანვე  უმნიშნელოვანესი ადგილი ეკავა აბრეშუმის გზის რუქაზე. სწორედ ამიოტმ ვფიქრობთ, რომ სავესებით ბუნებრივია ბათუმის “2019 წლის Glomus რუქაზე” გამოჩენა. მეტიც, ბათუმში Glomus 2019 ჩატარება საგანმანათლებლო. შემოქმედებით და კულტურულ განზომილებას შესძენს ისტორიულ აბრეშუმის გზას.
GLOMUS-ი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალური კულტურების დიალოგში როგორიცაა ჯაზი, ტრადიციული მუსიკა, კლასიკური მუსიკა და სხვ, აგრეთვე ტრადიციული კულტურების პოპულარიზაციაში.
ამ დიდი მუსიკლაური შეხვედრის ფარგლებში ტრადიციულად ტარდება ვორქშოფები და მასტერკალსები სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს მათ შორის თბილისის სახ. კონსერვატორიის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნვესიტეტიდან საშუალება მიეცემათ გაეცნონ და დაეუფლონ მუსიკის ამათუიმ აქამდე უცნობ ეთნიკურ, ჟანრულ, სტილისტურ თუ ტექნოლოგიურ საფუძვლებს, ამასთანავე ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მუსიკალური ცოდნა და უნარები. მასტერკლასებს და ვორქშოფებს ჩაატარებენ სიბელიუსის აკადემიის, დანიის სამეფო კონსერვატორიის, თბილისის სახ. კოსნერვატორიის, ჩრდილოეთ კაროლინას ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორები.
განსხვავებულ მუსიკალურ კულტურათა ინტერაქციის მხატვრული შედეგების პრეზენტაცია წარმოდგენილი იქნება  კონცერტებით (ბათუმის სახ. დრამატული თეატრი, თოჯონების თეატრი, პიაცა და საზაფხულო თეატრი). ვორქშოფები და მასტერკალსები ჩატარდება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ყოველ დღე 10-18:00 სთ
 
გლომუსის საერთშორისო სამუშაო ჯგუფი: თბილისის სახ. კონსერვატორია, სიბელიუსის აკადემია, დანიის სამეფო მუსიკის აკადემია (აარჰუსი/აალბორგი) , ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია, კოპენჰაგენის ცეკვისა და მუსიკის აკადემია
  
თითოეული უმაღლესი წარმოდგენილია პროფესორებით, რომლებიც ატარებენ გლომუს მასტერკლასებს და სტუდენტებით, რომლებიც 10 დღის განმავლობაში მონაწილეობენ ვორკშოპებში, კონცერტებში და აქტიურად არიან ჩართული გლომუსის აქტივობებში.
ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, დაამყაროთ კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდეტნებთან.
კონცერტები:
11.09 საზეიმო გახსნა - ბათუმის დრამატული თეატრი
13.09 - კონცერტი პიაცაზე (აფრო-ამერიკული მუსიკა)
16.09 - ბათუმის სახ. თოჯონების თეატრი (სხვადასხვა რეგიონის მუსიკლაური კულტურები)
19.09 - საზაფხულო თეატრი, საზეიმო დახურვა
 
მასტერკალსები და ორქშოფები
10-18 სექტემბერი ბათუმის ხელოცნების სასწავლო უნივერსიტეტი, მასტერკალსები და ვორქშოფები 10-18:00
 
ლიდერთა ფორუმი
16-18 სექტემებრი Leadership forum „ Leadership for sustainability Creating inclusive, collaborative and reflective processes in higher music education“.  
 
17 სექტემებრი, ტრენინგი „უმაღლესი განათლების იტერნაციონაზალიზაცია“
 
 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930