30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი უმასპინძლებს პროექტს - “სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზება უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში“

სურათი

26 სექტემბერი 2019 წელი

30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროექტის - “სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზება უმაღლეს  და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თ. ჩხეიძე)  ფარგლებში  მასტერკლასებს, ვორკშოპებს და მეთოდურ შეხვედრებს ჩაატარებს თბილისის სახ. კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეთა ჯგუფი: პროფ. ლ. მარუაშვილი, ასოც. პროფ. მ. ნადარეიშვილი, ასოც პროფ. თ.  ჩხეიძე, ასისტ. პროფ. რ.თაბაგარი.

პროექტი მიზნად ისახავს სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზაციას ორი კარდინალური მიმართულებით: ტრადიციული მიდგომების განახლებისა და   ინოვაციურის შემუშავებისა და დანერგვის გზით;  პროექტის  წევრები დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში სტუდენტებსა და პედაგოგებს გაუზირებენ გამოცდილებას ინტეგრირებული სწავლების ფორმების, მეთოდების და კურიკულუმის განვითარების მიმართულებით.

პროექტი დაფინანსდა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული  კონკურსის „ხელოვნება განათლებისთვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში“  ფარგლებში. საკონტაქტო პირები -

თამარ ჩხეიძე - 599 114160

ხათუნა მანაგაძე - 593 311400

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031