Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის საერთაშორისო სემინარი

სურათი

1 ნოემბერი 2019 წელი

2019 წლის 30-31 ოქტომბერს,  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო საკონტაქტო სემინარი ევროპის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი და სამეცნიერო და საგამომცემლო დეპარტამენტის სპეციალისტი, სალომე ჩიკაშუა, რომლებმაც საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სახელოვნებო პროფილის ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნული სემინარის მიზანი იყო Erasmus + მომავალი კონკურსისათვის პარტნიორების მოძიება. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 10 ქვეყნის 59-მა წარმომადგენელმა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930