1-3 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროექტის - “სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზება უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში“

1 ნოემბერი 2019 წელი

1-3 ნოემბერს  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროექტის - “სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზება უმაღლეს  და სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თ. ჩხეიძე)  ფარგლებში  ჩატარდება ტრენინგებისა და მეთოდური შეხვედრების მეორე ციკლი. 

პროექტი მიზნად ისახავს სამუსიკო დისციპლინების სწავლების მოდერნიზაციას ორი კარდინალური მიმართულებით: ტრადიციული მიდგომების განახლებისა და   ინოვაციურის შემუშავებისა და დანერგვის გზით;  პროექტის  წევრები დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში სტუდენტებსა და პედაგოგებს გაუზირებენ გამოცდილებას ინტეგრირებული სწავლების ფორმების, მეთოდების და კურიკულუმის განვითარების მიმართულებით.

განრიგი:

1.       საჯარო ლექციები  - 1 ნოემბერი;

2.       ტრენინგები ზოგადსაგანამანთლებლო სკოლეის მასწავლებლებისთვის - 2 ნოემბერი, 3 ნოემბერი;

3.       საჯარო გაკვეთილი სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან და სამუშაო შეხვედრები 3 ნოემბერი (სამუსიკო თერთმეტწლედის შენობა);

4.       სამუშაო შეხვედრები კურიკულუმის განვითარების მიმართულებით  - 1-3 ნოემბერი.

პროექტი დაფინანსდა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული  კონკურსის „ხელოვნება განათლებისთვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში“  ფარგლებში.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031