სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია
კონფერენციის თემატიკა:
1. ხელოვნებათმცოდნეობა;
2. მუსიკათმცოდნეობა;
3. თეატრმცოდნეობა;
4. კინომცოდნეობა;
5. კულტურის მენეჯმენტი;
6. კულტურული ტურიზმი;
7. მედია.
-
კონფერენციის ჩატარების დრო – 2020 წლის 24-25 აპრილი
-
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32
-
კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური
-
რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 15 წუთი
-
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
-
კონფერენციის მოხსენებები მიიღება თემის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
-
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების რეზიუმე ქართულ (არაუმეტეს 150 სიტყვა) და ინგლისურ ენებზე.
-
წარმოდგენილ რეზიუმეებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება საინფორმაციო წერილით.
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი
-
რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
-
გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის Sylfaen. ინგლისური ტექსტისათვის Times New Roman. ზომა – 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;
სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადა – 2020 წლის 1 მარტი.
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი:
სოფო თავაძე, ტელ.: 593 633087
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი
![]() | FILE |