გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში

სურათი

27 დეკემბერი 2019 წელი

 

პროექტის - „შეუზღუდავი ფერადოვნება“ გარგლებში,  აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისსა და ბათუმში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის,  ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

პროექტი განხორციელდა  ხელოვნების ცენტრ „ფოლიანტისა” და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრანტით. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მხატვარ ქეთი მატაბელის ეს ინოვაციური პროექტი ემყარება  მისი შემოქმედებითი ჯგუფის   საავტორო მეთოდს - „ხელით დანახვა და ხელით შექმნა“, რაც   გულისხმობს  ინკლუზიურ-ინტეგრირებულ შემოქმედებით სივრცეში  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნას.  პრექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის   „სამოსის დიზაინისა“ და „არქიტექტურის“  პროგრამის სტუდენტები: მარიამ ღოღობერიძე, ხატია ცინცაძე, ანა მალაზონია, თეკლა ბოკუჩავა, ომარ ტუნაძე, ნიკოლოზ ზარქუა,  მიხეილ თავბერიძე, დავით რომანაძე, რიტა გოგიტიძე,   მეგი კოჩალიძე, ელენე შალამბერიძე, ქეთი დოლიძე, ლანა ხიზანიშვილი, მირა ვანილიში, ანა ხალვაში, ხატია ამაღლობელი, ანა ფარცხაშვილი. საუნივერსიტეტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მერაბ კვაჭაძე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, თამუნა ჩიმაკაძის ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეთა ნამუშევრები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930