კინომცოდნეთა შეფასებით ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ XXI საუკუნის ქართულ ფილმებს შორის პირველ ადგილს იკავებს

სურათი

31 დეკემბერი 2019 წელი

„პუბლიკამ“ 26 ქართველი კინომცოდნე გამოკითხა ქართული კინოს გასული ორი ათწლეულის შესაჯამებლად.  გამოკითხვის შედეგებით უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ XXI საუკუნის 15 საუკეთესო ქართულ ფილმს შორის პირველ ადგილს იკავებს.

 

გამოკითხული 26 კინომცოდნიდან „ნამე“ საკუთარ სიაში ოცმა მათგანმა შეიყვანა, აქედან შვიდმა ხალვაშის ფილმი პირველ ადგილზე დაასახელა. ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა. „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ზაზა ხალვაშის ფილმი 2018 წელს საქართველომ ოსკარზეც წარადგინა.


სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930