საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორობით

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„უკრაინა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში:
კულტურა, ეკონომიკა, საზოგადოება“
 
კიევის კულტურის უნივერსიტეტი იწვევს მეცნიერებს, პედაგოგებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სტრუქტურების წარმომადგენლებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
 
კონფერენციის პარტნიორები:
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
კიევის კულტურის უნივერსიტეტი
კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
ვარშავის მენეჯმენტის უმაღლასი სკოლა, პოლონეთი
ფინანსურ-საკონსულტაციო კომპანია Master Plan Retirement Consultants, აშშ
 
კონფერენციის ჩატარების ადგილი: კიევის კულტურის უნივერსიტეტი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2020 წლის 25-26 მარტი
 
კონფერენციის თემატური მიმართულებები (სექციები):
1. უკრაინის სოციოკულტურული სივრცე გლობალიზაციის კონტექსტში.
2. ხელოვნების განვითარების თეორიული და შემოქმედებითი პრობლემები თანამედროვე პირობებში.
3. ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია, მათი ინფორმაციული მხარდაჭერა.
4. PR და ჟურნალისტიკა თანამედროვე მსოფლიოში.
5. სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია, როგორც უკრაინის ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი.
6. საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების თავისებურებები: ინოვაციები და განვითარების პერსპექტივები.
7. კულტურა და სამართალი: მათი ურთიერთქმედებისა და ნორმატიულ-სამართლებრივი პრობლემები.
8. მდგრადი განვითარების ეკონომიკა: საწარმო, რეგიონი, ქვეყანა.
9. მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი:
 
 

 

 

 

კონფერენცია

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930