საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „ორიენტირის“ გრანტი

სურათი

1 ივნისი 2020 წელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „ორიენტირი“ გულისხმობს კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ უმაღლესი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო რესურსის მომზადების, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი აქტივობებისათვის დაფინანსების გამოყოფას, რათა შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობა სასწავლებლებში სწავლებისა და სწავლის პროცესის  სრულფასოვნად განხორციელებისათვის.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდება  სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია და გაიბეჭდება სამეცნიერო შრომების კრებული „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ (VIII ტომი).

ბათუმის ხელოვნების უნივერისიტეტი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031