ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გილოცავთ სწავლის დასრულებას!

სურათი

26 ივლისი 2020 წელი

ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, უჩვეულო პირობებში მოგიხდათ სწავლის დასრულება, თუმცა   ღირესულად გაართვით თავი ამ გამოწვევას და დღეს უკვე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სტატუსი გაქვთ. მჯერა, რომ უნივერსიტეტში  მიღებული ცოდნა და უნარები დაგეხმარებათ განაგრძოთ სვლა ახალი წარმატებებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ  მის კედლებში გატარებულმა წლებმა მოგცათ რწმენა იმისა, რომ დამოუკიდებელი პროფესიული განვითარება და შემოქმედებითი წინსვლა  შეგიძლიათ.    

პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, კურსდამთავრებულთა წლევანდელი გაცილება არ არის ისეთი მასშტაბისა და  სადღესასწაულო ხასიათის, როგორიც წარმოგვედგინა, მაგრამ ვფიქრობ, ამ პლატფორმიდანაც  შეგვიძლია ერთმანეთს ვუთხრათ, რომ ჩვენი დამოკიდებულებები  იყო ადამიანური, კოლეგიალური  და პროფესიული ურთიერთობების კარგი მაგალითი.

25 წლიანი ისტორიის მქონე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს,   დღეიდან თქვენც მათ რიგებს შეუერთდით და გვჯერა, რომ დაიპყრობთ ახალ მწვერვალებს, იქნებით უნივერსიტეტის ერთგული გულშემატკივარი, მისი წინსვლისა და განვითარების თანამონაწილე.

გისურვებთ  წარმატებებს საერთაშორისო სცენებსა თუ თეატრებში,  კონკურსებსა თუ  ფესტივალებზე, ნებისმიერ  ასპარეზზე!

გისურვებთ გქონოდეთ განცდა იმისა, რომ უნივერსიტეტის სლოგანი - „შემოქმედება, განათლება და თავისუფლება“  ასახავს თქვენი ცხოვრების საზრისსაც.     

იყავით შეუპოვარი და  გახსოვდეთ, რომ  მხოლოდ მოქმედებაა პირდაპირი გასაღები წარმატებისკენ!   

 

პატივისცემით, რექტორი

მაია ჭიჭილეიშვილი                        

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930