საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩის ვიტიზტი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში

სურათი

3 აგვისტო 2020 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ეწვია.  მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა უნივერსიტეტის განახლებული შენობა და სასწავლო  ინფრასტრუქტურა - ბიბლიოთეკა, სასწავლო თეატრი, მცირე საკონცერტო დარბაზი, სამუსიკო და  სასცენო ხელოვნების, კონო-მონტაჟის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულების  აუდიტორიები, სამკერვალო სახელოსნო. მინისტრის მოადგილე  გაეცნო  სახელოსნოებში მუშაობის სპეციფიკას, სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, სახელოვნებო მიმართულებების სწავლებისათვის  დანერგილ სიახლეებს. უნივერსიტეტის რექტორთან შედგა საუბარი მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარებული შემოქმედებითი ტურების, სწავლებისა და  კვლევითი საქმიანობის  და ახალი სასწავლო წლისათვის მზადების შესახებ.    

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930