სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში

სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში
          სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონულ პორტალზე სისტემაში დარეგისტრირების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 1-ლ ნოემბრამდე.
 იხილეთ პორტალზე რეგისტრაციის ლინკი
      ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება სტუდენტის მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ოჯახის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე.
     სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს: ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს; ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.
იხილეთ დეტალური ინსტრუქცია
      გავრცელებული ინფრომაციით, დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება.
     საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს  დადგენილებით  https://www.mes.gov.ge/uploads/534.pdf  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031