დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდე-ბულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2021 წლის 28 იანვრიდან 08 თებერვლის 18:00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის შეცვლის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2021 წლის 09 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ საბუთები.
ელექტრონული ფოსტა: kharchilavanin@gmail.com
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593 482 486;
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.№19/32.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა
უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (შევსებული ელექტრონულად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა
უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (შევსებული ელექტრონულად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუს შეჩერებულმა სტუდენტებმა) უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება (შევსებული ელექტრონულად); ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტ-ის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ; დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი. საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმო-სვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატა-რდება 2021 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე. კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრა-ცია იწარმოებს 2021 წლის 15 თებერვალს.

![]() | განცხადება |