V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
1. ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
2. მუსიკისმცოდნეობა;
3. თეატრმცოდნეობა;
4. კინომცოდნეობა;
5. ქორეოლოგია;
6. კულტურის კვლევა და მართვა;
7. კულტურული ტურიზმი;
8. მედია;
9. სახელოვნებო განათლება.

  • კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
  • კონფერენციის ჩატარების დრო – 23-24 ოქტომბერი, 2021 წელი.
  • კონფერენციის სამუშაო ენები  – ქართული, ინგლისური.
  • კონფერენციის რეგლამენტი  – მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.
  • კონფერენციაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ 2021 წლის 10 მარტამდე წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია (თანდართული ფორმით);
- CV;
- მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე.
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი
 
  • რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში; გამოყენებული შრიფტი - AcadNusx. ზომა - 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;
  • რეზიუმეს მოცულობა - არაუმეტეს 1 გვერდისა. 
მოთხოვნები მოხსენებისადმი
  • მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში. მოხსენებას თან უნდა ერთვოდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე (მოცულობა - არაუმეტეს 1,5 გვერდისა). ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 10 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურის, ინგლისურენოვანი რეზიუმესა და ილუსტრაციების ჩათვლით. 
  • გამოყენებული შრიფტი: ქართულენოვანი ტექსტისათვის - AcadNusx; ინგლისურენოვანი ტექსტისათვის - Times New Roman. ზომა - 12; სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5.
  •    დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
  •    ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.
  •    ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2021 წლის 1 ივნისი.
  •    საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომის კრებულში დაბეჭდვის თაობაზე, ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 20 ივნისისა.
  • პროექტის გრანტის მოპოვების შემთხვევაში, კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით.
  • კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და კრებული.
  • პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შენარჩუნების შემთხვევაში, კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით.
მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.
გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი:
სოფო თავაძე. ტელ: 593 633087
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი

 

სარეგისტრაციო ანკეტა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930