გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

ბატონ გურამს შემოქმედებითი და ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებდა უნივერსიტეტთან. ორჯერ ჰქონდა შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან. 2008 წელს კლასიკოსი მწერალი უნივერსიტეტში მასტერკლასის ჩასატარებლად მიიწვიეს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი სიურპრიზის სახით  „ვატერ(პო)ლოო“-ს მიხედვით შექმნილი სადიპლომო სპექტაკლი შესთავაზეს. მოულოდნელობით აღელვებული მწერალი ცრემლნარევი, ჩვეული თავმდაბლობით და ბედნიერებით აღსავსე უცქერდა თავისი პერსონაჟების ახალ სიცოცხლეს. ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო როგორც დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე სცენაზე მდგომი მომავალი მსახიობებისათვის.   

 მეორე შეხვედრა 2017 წლის 5 ივნისს შედგა. მწერალმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებასა და განვლილი ცხოვრების გზაზე, ლიტერატურის როლსა და მნიშვნელობაზე, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, ახალგაზრდების როლზე, ტკივილზე და მომავლის იმედზე.  უპასუხა სტუდენტთა და დამსწრეთა შეკითხვებს. დასასრულს, გააკეთა სამახსოვრო ჩანაწერი უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში.

ეს შეხვედრები დაუვიწყარი და განსაკუთრებულია უნივერსიტეტის ისტორიაში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031