ერთად გავიხსენოთ 9 აპრილი

სურათი
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ერთად გავიხსენოთ 9 აპრილი
32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.  აქციის მონაწილე 21 დაღუპულს შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. დაიჭრა ასობით ადამიანი, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი.
1989 წლის 9 აპრილიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში გახდა ეროვნული ტრაგედიისა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. 
8 აპრილს საღამოს 19 საათზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გაიხსენებენ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიებს, მოგონებებს. სტუდენტები თვითმხილველებისაგან მოისმენენ შეფასებებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის გაერთიანებული ერის ძალაზე, შეწირული ახალგაზრდების გმირობაზე და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგებზე.
 შემოგვიერთდით შეხვედრაზე  ZOOM ის პლატფორმაზე 8 აპრილს საღამოს 19 საათზე. 
 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930