შეხვედრა პირველკურსელებთან

სურათი

 

2021 წლის 15 სექტემბერს 11 საათზე zoom-ის პლატფორმაზე შედგა შეხვედრა პირველკურსელებთან. უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ვაჩეიშვილმა და შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა მირანდა ბაღდადიშვილმა მიულოცეს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, მადლობა გადაუხადეს ხელოვნების უნივერსიტეტის არჩევისთვის, გააცნეს უნივერსიტეტის სპეციფიკა, სწავლების სისტემა, მიაწოდეს ინფორმაცია სასწავლო კურსების, პროგრამული დაფინანსების, სტიპენდიების, შემოქმედებითი პროექტების, კარიერული განვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გაუმკლავდება პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, სტუდენტები გამოიჩენენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში და უნივერსიტეტიც დაუბრუნდება ჩვეულ  ცხოვრებას - ახმაურდება აუდიტორიები, საკონცერტო დარბაზები, ისევ ვიხილავთ სტუდენტურ სპექტაკლებს, გამოფენებს, კინო-ტელე სეანსებს, სტუდენტურ პროექტებს, კონფერენციებსა და სხვა აქტივობებს, რომ ახლი სასწავლო წელი იქნება ახალი გამოცდილებების  შეძენის, დაბრკოლებათა გადალახვისა და  წარმატებების მომტანი  თითოეული ჩვენგანისათვის.  

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930