ონლაინ ფორუმი - „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად!“

სურათი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, 2021 წლის 28 სექტემბერს შედგა შეხვედრა ახალგაზრდებთან (16-დან 29 წლის ჩათვლით) ონლაინ ფორუმის ფარგლებში - „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად!“  

 ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის წევრები და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. 

ფორუმზე მომხსენებლებმა ისაუბრეს მოხალისეობის და ვაქცინაციის აუცილებლობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და აუცილებელ წვლილზე, მე-3 ბუსტერული დოზის გაკეთების მიზანშეწონილობაზე და ამ მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, განიხილეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული საფრთხეები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო საინფორმაციო შეხვედრას, რომელშიც ჩართული იყვნენ მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები: მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გრეგაძე (UNDP-ის წარმომადგენელი), რეზო ჩარკვიანი; ნათია სხვიტარიძე (NCDC-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი), ეკატერინე უბერი - პედიატრი.

მეორე ნაწილში მომხსენებლებმა უპასუხეს ფორუმში მონაწილე ახალგაზრდების შეკითხვებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031