27 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“

სურათი

27 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა  თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა  - „ხელოვნება საზღვრების გარეშე“.

პროექტის მენტორ-კონსულტანტები: სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე - ქეთევან მატაბელი.

პროექტი განხორციელდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით. პროექტის საშუალებით სტუდენტებმა განივითარეს შემოქმედებითი თვალსაწიერი, გაეცნენ თანატოლების საავტორო მეთოდებს, შეიმუშავეს ახალი მიდგომები და შემოქმედებითი სიახლეები, მასალების ფაქტურებისა და დამუშავების ტექნიკები/ტექნოლოგიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიურ/ინტეგრირებულ შემოქმედებითობასა და შშმ პირებთან ურთიერთობების საკითხებს. პროექტში მონაწილეობდნენ ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება-თანადგომა, ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროექტი - საკვირაო სკოლა. პროექტის ფარგლებში შშმ პირებს ხელი შეეწყოთ ინტეგრირებული შემოქმედების პროცესში და განხორციელდა შშმ პირების ინკლუზია სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

გამოფენა 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930