2021 წლის 28 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან

სურათი

2021 წლის 28 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD)“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დროს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას. http://batu.edu.ge/text_files/ge_file_3403_1.pdf

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს  რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: http://rurd.atsu.edu.ge/

https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031