გასულ კვირას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო მუსიკოლოგიური კონფერენცია

სურათი
გასულ კვირას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო მუსიკოლოგიური კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციაზე განიხილეს ზაქარია ფალიაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა. ის წარმოდგენილი იყო როგორც ქართული საკომპოზიციო სკოლის ფუძმდებელი, პირველი ქართული კლსიკური ოპერის ავტორი. მუშაობის პროცესში განიხილეს მისი ოპერების სარეჟისორო და სცენური გადაწყვეტის თავისებურებები. ვრცლად ისაუბრეს ზაქარია ფალიაშვილის საზოგადო და საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე. ამასთან, კონფერენციის დიდი ნაწილი მიეძღვნა თანამედროვე ქართულ საკომპოზიტორო სკოლას.
უახლოეს დღეებში სამეცნიერო კონფერენციის მასალები ორ ენაზე გამოქვეყნდება.
პროექტი დააფინანსა აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930