08. 12. 2021 - ამერიკის საელჩოს, ამერიკული ორგანიზაცია World Chicago-სა და ილინოისის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

მედიაგანათლების MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 8 დეკემბერს   ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია სქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკული  პარტნიორი ორგანიზაცია World Chicago-ს  წარმომადგენლები,  ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორები.

ილინოისის უნივერსიტეტის ლექტორმა ნეიტ კარპენტერმა ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის  ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ,,პრაქტიკული შესავალი სოციალური მედიის ანალიტიკაში".  

World Chicago-ს პრეზიდენტმა პეგი პარფენოფმა  ოფიციალური შეხვედრის დროს მედიაგანათლების პროგრამის  კურსდამთავრებულს   ბხსუ-ს  პროფესორს და  ტელე-რადიო ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელს მამუკა ჯორბენაძეს გადასცა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP)   სერთიფიკატი.

მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy) ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State). წელს ამერიკელი პარტნიორი ორგანიზაციაა World Chicago. პროგრამის მიზანია საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031