ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და პერფორმანსი - თეატრი მუზეუმში

სურათი
2022 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში განხორცილდა პროექტი „სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა და პერფომანსი - თეატრი მუზეუმში“.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებმა. მუზეუმში გამოფენილი იყო არქიტექტურისა და სამოსის დიზაინის სპეციალობის ყველა კურსის სტუდენტის 50 არასაკურსო ნამუშევარი.
დრამისა და კინოს სამსახიობო ხელოვნების სპეციალობის II კურსის სტუდენტთა მონაწილეობით კი ნაჩვენები იყო ნაწყვეტები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“. (ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მერაბ ლებანიძის სახელოსნო)

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031