ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სტაჟირებაზე იმყოფება დავიდე ფალკომატა, რომელიც სამი თვის განმავლობაში იტალიური ენის შესწავლაში დაეხმარება სტუდენტებს

სურათი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სტაჟირებაზე იმყოფება  დავიდე ფალკომატა, რომელიც სამი თვის განმავლობაში იტალიური ენის  შესწავლაში დაეხმარება  სტუდენტებს.  უცხოელი პედაგოგის სტაჟირება დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ,  ახალგაზრდების პროფესიული სტაჟირების პროგრამა „ევროოდისეას”, ფარგლებში  რომელიც ევროპის რეგიონთა ასამბლეას (ერა)  ეგიდით 1985 წელს დაარსდა.        პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ გადამზადებას და/ ან დასაქმებას, პროგრამის მონაწილე რეგიონების კერძო თუ საჯარო სექტორში სამუშაო პრაქტიკის  მეშვეობით.   ამ პროცესს თან ახლავს ახალგაზრდების გამდიდრება ლინგვისტური თვალსაზრისით და ახალი, საკუთარისაგან განსხვავებული კულტურის აღმოჩენით. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031