მედიაგანათლება - ამერიკელ სპიკერთა ონლაინ ლექციები

სურათი

 

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ამერიკის საელჩო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში - საერთაშორისო გამოცდილება ქართული მედიაგანათლებისთვის, 2022 წლის  1-2-3-4 ივნისს  ექვსი რეგიონალური უნივერსიტეტის, მათ შორის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს ლექციების კურსს თემატიკაზე:

 

  1. რეგიონული მედიის კონტენტის თავისებურება და მისი წარმოება (რა პროცენტული მაჩვენებლით უნდა იყოს კონტენტი ადგილობრივი ამბებით გაჯერებული; რა სახის ადგილობრივი კონტენტი უნდა წარმოებდეს მაყურებლის მოსაზიდად; ჟურნალისტიკის ახალი ჟანრები და ფორმები; ლონგრიდი, სთორითელიგი, პოდკასტი, მათი წარმოება და სპეციფიკა).

სპიკერი:

კევინ ლაითფუტი - ახალი ამბების დირექტორის თანაშემწე WCBS-TV — CBS-TV ნიუ იორკი. მას აქვს თითქმის 20 წლიანი ჟურნალისტისა და საინფორმაციო სამსახურის ლიდერის გამოცდილება. ის გახლდათ KTRK-ის აღმასრულებელი პროდიუსერი, ABC-TV (ჰიუსტონი), სადაც ხელმძღვანელობდა რამდენიმე ყველაზე რეიტინგულ საინფორმაციო გამოშვებას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მუშაობდა აგრეთვე აღმასრულებელ პროდიუსერად WESH-ში ორლანდოში და WAPT-ში ჯექსონში (მისისიპი). გახლავთ Emmy-ს პრიზიორი. კევინი იყო სკოლის NABJ-ის განყოფილების აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მას შემდეგ ის მსახურობდა NABJ-ის ჯექსონის, მისისიპის განყოფილების პრეზიდენტად, ბოლო დროს კი ჰიუსტონის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტად. კევინი აწარმოებდა NABJ-ის Salute to Excellence Awards შოუს სამი წლის განმავლობაში.

 

  1. სამუშაო პროცესის დაგეგმარება და თანამედროვე ნიუსრუმის მუშაობის პრინციპები რეგიონული მედიის თავისებურების გათვალისწინებით (ლოკალური მედიასტაფი ხშირად მცირერიცხოვანი ჯგუფისგან შედგება. როგორ ხდება ამ პირობებში მოვალეობების გადანაწილება და დაგეგმარება; როგორ მუშაობს თანამედროვე ნიუსრუმი და როგორ მუშაობს ის რეგიონულ პირობებში; როგორია აუდიტორიასთან მუშაობის სპეციფიკა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით).

სპიკერი:

2) დებრა ალფარონი - სატელევიზიო ახალი ამბების კორესპონდენტი/წამყვანი CBS News-სა და Newspath-ში, მთავარი მომხსენებელი და მედია ტრენერი Debra Alfarone Media-ში. გახლავთ ედვარდ რ. მიუროუ და Emmy-ს ჯილდოს მფლობელი.

  1. მედიაკონტენტის ქსელებში განთავსების მნიშვნელობა სოციალურ მედიაში (სოციალური მედიის შესაძლებლობები და ინოვაციური როლი ცნობადობის ამაღლებაში; კონტენტის წარმოების მნიშვნელობა; კონტენტის ძირითადი სახეობების კლასიფიკაცია და მათი სწორი გადანაწილება ქსელში).

სპიკერი:

3) სკოტ დოლი - Emmy-ს ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი, სატელევიზიო ამბებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი (ჩიკაგოს) Tribune Broadcasting-ში, FOX News-სა და TalkLab-ში და როგორც მწერალი და პროდიუსერი NBC5-TV-ში ჩიკაგოში.

 

4. სოციალურ ქსელში აუდიტორიის მოზიდვის ხერხები და ტექნილოგიები (სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინების მნიშვნელობა კონტენტის სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებისთვის; მედიაკონტენტის პოპულარიზაციის შესაძლებლობები სოციალურ ქსელებში; საქართველოში პოპულარული ვებ-გვერდების ( Facebook, Instagram) მუშაობის სპეციფიკა; რა ხერხები არსებობს აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად).

სპიკერი:

4) ადრიენ ბალოუ - მუშაობს როგორც ჟურნალისტი და პროდიუსერი ყველა ახალი ამბების საინფორმაციო გამოშვებაზე ჩიკაგოს წამყვან მედიებში. მან მოიპოვა მრავალი ემის ნომინაცია და იყო ემის WGN Morning News გამარჯვებული დიდი ხნის მანძილზე. ის არის საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი და უფროსი თანამშრომელი. ადრიენი ასევე მუშაობდა WFLD-TV-სა და CLTV-ში ჩიკაგოში და WPTV-TV-ში დასავლეთ პალმ ბიჩში (ფლორიდა). მან დაიწყო თავისი კარიერა WPTV-ში, როგორც დილის შოუს პროდიუსერმა. შექმნა და მრავალი წლის მანძილზმართავდა NBC Morning News-ს.

ლექციები გაიმართება ორი კვირის განმავლობაში: 1.06.22 (ოთხშაბათს), 3.06.22 (პარასკევს), 8.06.22 ( ოთხშაბათს) და 10.06.22 (პარასკევს).

ლექციის დასაწყისი - 20:00

ლექციები ჩატარდება ონლაინ, თარჯიმნის თანხლებით.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031