ირინა ხერჟის იუბილე

სურათი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს მუსიკის ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორს ქალბატონ ირინა ხერჟს 80 წლის იუბილეს და აქტიური პედაგოგიური საქმიანობისთვის აჯილდოვებს საპატიო სიგელით.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 25 ივნისს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსკო სკოლის დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ირინა ხერჟის მოსწავლეები გამოირჩევიან საერთაშორისო წარმატებებით. აღვნიშნავთ, რომ ხელოვნების უნივერსტეტის საფორტეპიანო მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი თამაზ მჟავანაძე 80 % გრანტით სწავლას გააგრძელებს მანჰეტენის კონსერვატორიაში.
უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს ღვაწლმოსილ პედაგოგს და უსურვებს წარმატებებს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930