მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე - „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი“ და ,,მუსიკის მასწავლებელი“ განაცხადების მიღება წარმოებს 2022  წლის  15 - 29 სექტემბერი.

 

მიმღებ კომისიაში აპლიკანტის მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება და ანკეტა (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;

გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);

დ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით), სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).

ზ)    ცნობა   ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებიდან   საგნის   სწავლების თაობაზე.

 

გამოცდა ჩატარდება:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი  - 2022 წლის 30   სექტემბერს 14 საათზე;

მუსიკის მასწავლებელი - 2022 წლის  30   სექტემბერს 14 საათზე.

 

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2022 წლის 03 ოქტომბერი.

გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 2022 წლის 04 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: ვებგვერდზე: http://batu.edu.ge/sub-18/page/2-97/index.html

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31