2022 წლის 2-15 დეკემბრის ჩათვლით, ხელოვნების უნივერსიტეტში განხორციელდება ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს პროექტის "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში ტრენინგები მეწარმეობაში, თემაზე „იყავი მეწარმე“

სურათი

2022 წლის 2-15 დეკემბრის ჩათვლით, ხელოვნების უნივერსიტეტში განხორციელდება ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს პროექტის "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში ტრენინგები მეწარმეობაში, თემაზე „იყავი მეწარმე“.  

ტრენინგებში დაკავებული იქნება უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის „სამოსის დიზაინის“ საგანმანათლებლო პროგრამის 26 სტუდენტი (უნივერსიტეტის პროფესორის ქეთევან ვაჩეიშვილის სახელოსნო), რომლებსაც ტრენინგების გავლის შემდეგ შეეძლებათ საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება.

 

პროექტის განხორციელებაში ჩართულია სამოსის დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი და უნივერსიტეტის შემოქმედებითი პროექტებისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა ბაღდადიშვილი.

მოკლედ პროექტის შესახებ: The Coca-Cola Foundation-ის დაფინანსებით, 2022 წლის აგვისტოში ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ დაიწყო ერთწლიანი პროექტი "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების წახალისებას, ისწავლონ და განახორციელონ მეწარმეობა.

პროექტი ხორციელდება USAID/Georgia-თან და Coca-Cola Bottlers Georgia-სთან თანამშრომლობით და ხელს უწყობს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას საქართველოს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარების მიზნების მიღწევაში. პროექტი გააძლიერებს სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდა ქალებს და ამით ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.

პროგრამა "იყავი მეწარმე" ხელს უწყობს ბიზნეს ინიციატივებს და ასწავლის ბიზნესის დაგეგმვის საფუძვლებს.

ახალგაზრდები პროგრამაში მონაწილეობის შედეგად: შეისწავლიან წარმატებული მეწარმეობის მახასიათებლებსა და პრაქტიკას; აღჭურვილი იქნებიან სამეწარმეო იდეების შესაფასებლად; და გამოიმუშავებენ საკვანძო ბიზნეს უნარებს, როგორიცაა სტარტაპის დაწყება, მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება.

პროგრამის დასასრულს ახალგაზრდა ქალები იბრძოლებენ თავიანთი ბიზნეს გეგმების დაფინანსებისთვის, საბოლოოდ კი მინიმუმ 30 საუკეთესო ბიზნეს იდეა დაფინანსდება და იქნება მხარდაჭერილი.

ტრენინგებს ჩაატარებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერება თა ფაკულტეტის ფინანსების მაგისტრი, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს საერთაშორისო ტრენერი ინგა გეგეშიძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930