„იყავი მეწარმე“ - პროგრამაში მონაწილე წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება

სურათი
„იყავი მეწარმე“ - პროგრამაში მონაწილე წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება
2022 წლის 14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, USAID-მა და „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-მ, The Coca-Cola Foundation-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში, პროექტის „იყავი მეწარმე“, აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პირველი ეტაპის ტრენინგის მონაწილე საჯარო სკოლების 40-მდე წარმატებული პედაგოგის სერტიფიკატების საზეიმო ვითარებაში გადასცემის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საჯარო სკოლებისა და საზოგადობრივი კოლეჯების მასწავლებლების მოსამზადებელი ტრენინგის წარმატებით დასრულების აღნიშვნა იყო. ასევე, ხაზი გაესვა The Coca-Cola Foundation-ის და პროექტის პარტნიორების, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Coca-Cola Bottlers Georgia-ს როლს ქალთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერაში.

ღონისძიებას დაესწრნენ USAID/GEORGIA-ს, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართელოს“ მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების პროდუქტების ფოტო გამოფენა.

ღონისძიებაზე პროექტის შესახებ ისაუბრეს USAID/GEORGIA-ს წარმომადგენელმა, ტაილერ გრინმა, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს დირექტორმა, ეკა გეგეშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა მაია ჭიჭილეიშვილმა.

ქალბატონმა მაიამ აღნიშნა პროექტის მნიშვნელობა, როგორც საგანმანათლებლო სივრცისათვის, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის საგანმანათლებლო პროგრამის 26 სტუდენტი გადის ტრენინგებს მეწარმეობაში და მათ მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საგრანტო პროგრამაში, რომელშიც საუკეთესო ბიზნეს-გეგმის წარმდგენი სტუდენტი დაფინანსდება 1500 დან 5000 ლარამდე გრანტით. გამოთქვა მაზაობა სამომავლო პარტნიორობისათვის.

პროექტი „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ დაფინანსებულია The Coca-Cola Foundation-ის მიერ და ხორციელდება USAID/Georgia-თან და Coca-Cola Bottlers Georgia-თან თანამშრომლობით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930