"იყავი მეწარმე" პროგრამის ტრენინგები სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა.

სურათი

"იყავი მეწარმე" პროგრამის ტრენინგები სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა.

2022 წლის 15 დეკემბერს დასრულდა "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"-ს პროგრამის „იყავი მეწარმე" ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის საგანმანათლებლო პროგრამის I-IV კურსის სტუდენტები.

პროექტის ორგანიზატორები: სამოსის დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი, შემოქმედებითი პროექტებისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსი მირანდა ბაღდადიშვილი.

"ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"-ს პროგრამის „იყავი მეწარმე" მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზდების სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.

მეხუთე დამამთავრებელ შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმატებული წამოწყების ექვსი ელემენტის გამოყენებით შექმნეს პროდუქტის /მომსახურების ბიზნესგეგმა და მოაწყვეს იმიტირებული ფიჩინგი. სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო პროგრამის კონკურსში, რომელშიც გამარჯვებული ბიზნეს-იდეის ავტორი დაგილდოვდება საერთაშორისო გრანტით.

ტრენინგის დასასრულს შედგა პროექტში მონაწილე სტუდენტების სერთიფიკატებით დაჯილდოვება.

პროექტის "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო"-ს წარმომადგენელმა, ელენე რთველაძემ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს წარმომადგენელმა, თამთა გრიგოლიამ.

პროექტი „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ დაფინანსებულია The Coca-Cola Foundation-ის მიერ და ხორციელდება USAID/Georgia-თან და Coca-Cola Bottlers Georgia-თან თანამშრომლობით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930