VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
1. ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
2. მუსიკისმცოდნეობა;
3. თეატრმცოდნეობა;
4. კინომცოდნეობა;
5. ქორეოლოგია;
6. კულტურის კვლევა და მართვა;
7. კულტურული ტურიზმი;
8. მედია;
9. სახელოვნებო განათლება.
- კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
- კონფერენციის ჩატარების დრო – 21-22 ოქტომბერი, 2023 წელი.
- კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური.
- კონფერენციის რეგლამენტი – მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.
- კონფერენციაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ 2023 წლის 10 მარტამდე წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია (თანდართული ფორმით);
- CV;
- მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე.
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი
- რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში; გამოყენებული შრიფტი - AcadNusx. ზომა - 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;
- რეზიუმეს მოცულობა - არაუმეტეს 1 გვერდისა.
მოთხოვნები მოხსენებისადმი
- მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში. მოხსენებას თან უნდა ერთვოდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე (მოცულობა - არაუმეტეს 1,5 გვერდისა). ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 10 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურის, ინგლისურენოვანი რეზიუმესა და ილუსტრაციების ჩათვლით.
- გამოყენებული შრიფტი: ქართულენოვანი ტექსტისათვის - AcadNusx; ინგლისურენოვანი ტექსტისათვის - Times New Roman. ზომა - 12; სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5.
- დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
- ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.
- ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2023 წლის 1 ივნისი.
- საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომის კრებულში დაბეჭდვის თაობაზე, ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 20 ივნისისა.
- პროექტის გრანტის მოპოვების შემთხვევაში, კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით.
- კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და კრებული.
მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.
გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tea.tsaguria@batu.edu.ge
საკონტაქტო პირი:
თეა ცაგურია. ტელ: 571 11 15 56
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი
![]() | ანკეტა |
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |