საუკეთესო კინომხატვრობისთვის „ოქროს რტო“ - მირიან ორაგველიძის ფილმს გადაეცა სტუდენტური კინოდაჯილდოება

სურათი

23 აპრილი 2024 წელი

23 აპრილს, თბილისში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, გაიმართა რიგით მე-4 სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო.“ პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. კინოდაჯილდოებაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში: „ოქროს რტო“- კინომხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვის გადაეცა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოდის დიზაინის სპეციალობის III კურსის სტუდენტს - ნინო დავითაძეს. სტუდენტმა უნივერსიტეტისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,ჭაობი აკადემია'' გააფორმა, რომელიც უკვე კურსდამთავრებულს, რეჟისორ მირიან (მაწანწალა) ორაგველიძეს ეკუთვნის. კინოდაჯილდოების ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, გიგა აგლაძე - პროდიუსერი, მირანდა ნამიჭეიშვილი - კინორეჟისორი („ოქროს რტოს“ გრან-პრის მფლობელი), ოთარ ლითანიშვილი - კინორეჟისორი, დავით შუშანია - კინო-ოპერატორი. პროექტის მხარდამჭერები: IPOA - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია, პირველი არხი, ქართული ფილმი • Georgian Film, საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy, Kettari Foundation, MBC - კომპიუტერული ტექნიკა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031