ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.

სურათი

29 მაისი 2024 წელი

  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ერთობლივი კონცერტი, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში გაიმართა. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საოპერო და საორკესტრო მიმართულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.საღამოს სულ ცხრა მუსიკალური ნომერი შესრულდა, სადაც წარმოდგენილი იყო - გ. დონიცეტის, ვ.ა.მოცარტის, შ.გუნოს და ო.თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.
   ერთობლივ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობდნენ : ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები: ირაკლი ჯინჭარაძე, გიორგი გორჯელაძე, გაბრიელ დევაძე, ნატალია ცქვიტინიძე, ანა ხაჟომია, ლიზი ნაგერვაძე, ზაურ თებიძე, მარიამ ენდელაძე, თამთა ჩხეიძე, გიორგი ბახტაძე, ზურა ჯეგნარაძე და არინა ვასილიევა.
   საოპერო მიმართულების გუნდის ქორმაისტერი ლელა დოლიძე იყო. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი კი მამუკა ალაფიშვილი. პედაგოგები : პროფესორი - ლალი ჭელიძე ,პროფესორი - თამაზ ცერიაშვილი , პროფესორი - მარინა ჯახუტაშვილი , ასოცირებული პროფესორი - მამუკა ალაფიშვილი , ასოცირებული პროფესორი - ირაკლი ევსტაფიშვილი . ერთობლივი პროექტი განხორციელდა მუსიკის ფაკულტეტის კონცერტმაისტერების მხარდაჭერით.
უნივერსიტეტისა და მუსიკალური ცენტრის ამ მასშტაბის ერთობლივი პროექტის განხორციელების მიზანია - ორკესტრთან ერთად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა.
კლასიკური მუსიკის საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - აკაკი ძნელაძე ესწრებოდა.
  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საორკესტრო მიმართულების სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა, რეგიონში საორკესტრო საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ერთობლივ ღონისძიებებს სამომავლოდაც გეგმავს.
 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031