პირველკურსელთა, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!
3 სექტემბერი 2024 წელი
პირველკურსელთა რეგისტრაცია!
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტებთან (შემდგომში პირველკურსელებთან) ხელშეკრულების გაფორმება, ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს 2024 წლის 02 სექტემბრიდან 09 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით შესაბამის ფაკულტეტბზე 10:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან).
ბხსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის - ვაჟებისათვის);
ე) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708897289. (გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; პირველი სემესტრის საფასური).
რეგისტრაცია იწარმოებს ფაკულტეტებზე:
სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი:
(საკონტაქტო პირი - ინესა კბილაშვილი, მეორე სართული, ოთახი № 214 , ტელ: 599189429)
არქიტექტურა - 1000 ლარი (I სემესტრი);
მოდის დიზაინი - 1150 ლარი (I სემესტრი);
სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო) - 750 ლარი (სემესტრული);
აუდიოვიზუალური ხელოვნება (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა) - 750 ლარი (I სემესტრი).
მუსიკის ფაკულტეტი:
(საკონტაქტო პირი - თამარ ბახტაძე, მესამე სართული, ოთახი № 312, ტელ: 555592409)
სამუსიკო ხელოვნება (ფორტეპიანო/სიმებიანი/ჩასაბერი საკრავები/ვოკალი/სა-გუნდო დირიჟორობა) - 1150 ლარი (I სემესტრი).
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
(საკონტაქტო პირი - თამარ დარჩია, მესამე სართული, ოთახი № 319, ტელ: 591657818)
ხელოვნებათმცოდნეობა - 900 ლარი (I სემესტრი);
კულტურის მენეჯმენტი - 900 ლარი (I სემესტრი);
კულტურული ტურიზმი - 900 ლარი (I სემესტრი);
ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 900 ლარი (I სემესტრი).
ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტი ბხსუ-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერი წარმომადგენელთან ერთად!
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!