განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

02 ნოემბერი, 2017 წელი - ბათუმის ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მ. ბერძენიშვილის სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან

            2 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორ ერმილე მესხიასა და ქ. ბათუმის ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ  მამუკა ბერძენიშვილს შორის. განიხილეს კულტურული ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობის, პროგრამის სტრუქტურის, მიზნებისა და სწავლის შედეგების, საკითხები. საუბარი შეეხო, აგრეთვე სტუდენტთა პრაქტიკის, სოციოლოგიურ კვლევებში და სხვა პროექტებში სტუდენტთა ჩართულობის თემას.

           შეხვედრაზე იმსჯელეს ხელოვნების უნივერსიტეტის მისიის რედაქტირებისა და სტრატეგიული გეგმის მომზადების პროცესში ტურიზმის ინსტიტუტის ჩართულობაზე. 

           მ. ბერძენიშვილმა აღუთქვა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს ე. მესხიასა და ს. თავაძეს, ტურიზმის ინსტიტუტში დაწვრილებით განიხილავს პროგრამის სტრუქტურას და განხილვის შემდეგ თავის წინადადებებს წარუდგენს მათ.

            მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031