განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

19 თებერვალი, 2018 წელი - შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლებთან

დღის წესრიგი:

1. კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამამთავრებლების საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელების დამტკიცება

 

            შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

            უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ე. მესხია, ასოცირებული პროფესორი ს. თავაძე, ასოცირებული პროფესორი ი. ხალვაში, კულტურის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: თ. ქურიძე, კ. ათაბაგი, მ. ყურაშვილი, გ. გრიგოლია, ი. შათირიშვილი, ხ. ძნელაძე; კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: რ. ფუტკარაძე, ი. ხალვაში, მ. კომახიძე, თ. ცენტერაძე; ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი: მ. ლომთაძე.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფესორმა ე. მესხიამ კურსდამამთავრებლებს გააცნო საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის სილაბუსები, ისაუბრა სადიპლომო ნაშრომის მიზანზე, სტრუქტურაზე, დაცვის პროცედურაზე, შეფასების სისტემაზე. საუბარი შეეხო სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელების არჩევას.

 

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

1. კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამამთავრებლების სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელებად დამტკიცდნენ: ასოცირებული პროფესორი ს. თავაძე, ასოცირებული პროფესორი ი. ხალვაში და ასოცირებული პროფესორი ო. ჟღენტი.

2. კულტურული ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის კურსდამამთავრებლების სადიპლომო თემების ხელმძღვანელად დამტკიცდეს პროფესორი ე. მესხია.

3. ხელოვნების მენეჯმენტის კურსდამამთავრებლის სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელად დამტკიცდეს პროფესორი ნ. სანადირაძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930