განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

19 თებერვალი, 2018 წელი - შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლებთან

 

დღის წესრიგი:

            1. კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის     საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო           საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებლების პრაქტიკის ობიექტებზე      განაწილება

 

            შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

            უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ე. მესხია, ასოცირებული პროფესორი ს. თავაძე, კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: თ. ქურიძე, კ. ათაბაგი, მ. ყურაშვილი, გ. გრიგოლია, ი. შათირიშვილი, ხ. ძნელაძე; კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები: რ. ფუტკარაძე, ი. ხალვაში, მ. კომახიძე, თ. ცენტერაძე; ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი: მ. ლომთაძე.

შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამამთავრებელთა საწარმოო პრაქტიკის გავლის და შესაბამისად, პრაქტიკის ობიექტებზე გადანაწილების საკითხი.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ე. მესხიამ და პრაქტიკის კოორდინატორმა ხელოვნების უნივერსიტეტიდან ს. თავაძემ სტუდენტებს გააცნეს პრაქტიკის სილაბუსები, ისაუბრეს პრაქტიკის მნიშვნელობაზე როგორც მათი პროფესიული ზრდის, ასევე დამსაქმებელთა პოზიციის გათვალისწინებით.

სტუდენტები გაეცნენ პრაქტიკის იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, თავად აერჩიათ სასურველი პრაქტიკის ობიექტები. მათი არჩევანის შესაბამისად გადაწყდა, რომ კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელოვნების ცენტრში. კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები გადანაწილდებიან ტურისტულ ფირმაში, ხოლო ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამამთავრებელი საწარმოო პრაქტიკას გაივლის აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930