განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პერსონალის შეხვედრა სტუდენტებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალი, დამსაქმებლები და სტუდენტები: ერმილე მესხია, კულტურული ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; სოფიო თავაძე ასოც. პროფესორი; მადონა თევზაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა რომ პროგრამის მიმართ ინტერესი არის და ტურისტული ფირმები და სააგენტოები მზად არიან დაასაქმონ კურსდამთავრებულები. საქართველოში მსგავს პროგრამას, ხელოვნების უნივერსიტეტის გარდა, ახორციელებს მხოლოდ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისათვის კულტურული ტურიზმის პროგრამა საპილოტეა. პროგრამა, რომ მოთხოვნადია, ადასტურებს ყოველწლირად მობილობით გადმოსული სტუდენტების რაოდენობა. პროგრამის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება გაკეთდეს ანალიზი პროგრამის განხორციელების შედეგებზე.

პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრებმა გამოავლინა ერთი პრობლემა, რომელიც გასათვალისწინელი იქნება პროგრამის აკრედიტაციისათვის მომზადების დროს. საკითხი შეეხება უცხო ენის/ენების შესწავლას. ყველა ტურისტული ფირმა და სააგენტო ერთმნიშვნელოვნად ითხოვს, არამარტო კურსდამთავრებულებისაგან, ასევე სტუდენტებისაგან, უცხო ენების ცოდნას. განსაკუთრებით მოთხოვნაა სპეციალისტებზე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილში რუსული ენის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა, ტურისტულ სააგენტოებსა და ფირმებში აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებთან. ეს კატეგორია კი დღითიდღე მატულობს და რაოდენობის მხრივ მნიშვნელოვნად აღემატება ევროპიდან და აზიიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობას.

 ჩვენი პოზიციაა, კულტურული ტურიზმის პროგრამაში 30 კრედიტამდე გავზარდოთ კრედიტების რაოდენობა ინგლისურ ენაში და ენის სწავლება გაგრძელდეს სამი წელი. ასევე გამოვათავისუფლოთ 30 კრედიტი მეორე უცხო ენისათვის და მეორე უცხო ენა გავხადოთ არჩევითი.  მაგალითად, შეიძლება სტუდენტებს პირველი კურსიდანვე მეორე არჩევით უცხო ენად შევთავაზოთ ფრანგული, გერმანული, რუსული და თურქული. რა თქმა უნდა ეს მოითხოვს სასწავლო დისციპლინებში სასწავლო გეგმების მომზადებასა და პერსონალის მოწვევას. უმჯობესი იქნებოდა ეს გაგვეკეთებინა 2018-2019 სასწავლო წლიდან და ეს შესწორება შეხებოდა ახალ მიღებულ კონტინგენტს, ან უკიდურეს შემთხვევაში ამ ვარიანტით წარვადგინოთ ახალი პროგრამა აკრედიტაციისათის.

 რაც შეეხება კრედიტების გამოთავისუფლებას პროგრამაში, მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია მოხდეს არჩევითი, დამატებითი სპეციალობისათვის გამოყოფილი კრედიტების ხარჯზე, აგრეთვე, ზოგიერთ საგანში შემცირდეს კრედიტები. დღემდე პროგრამაში 3 დისციპლინის გარდა, ყველა საგნის კრედიტი ხუთის ჯერადია. როგორც სპეციალისტებმა მიგვითითეს, ეს არასწორი პრაქტიკაა და უნდა გამოსწორდეს. ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, აგრეთვე, გავაჩინოთ დამატებითი კრედიტების რესურსი და ყოველ დისციპლინაში გამოვყოთ იმდენი კრედიტი, რამდენიც საკმარისი იქნება კურსის სწავლის შედეგების მისაღწევად.

ასოცირებულმა პროფესორმა ს. თავაძემ აღნიშნა, რომ  ორი უცხო ენის სწავლების შემოღება პროგრამაში აუცილებლად მიმაჩნია და სასურველი იქნება, თუ ეს მოესწრება ახალი სასწავლო წლიდან დავიწყოთ. ასევე სწორად მიმაჩნია, გადაიხედოს პროგრამაში საგნებისათვის კრედიტების განაწილების სქემა და ყოველი საგნის კრედიტის მოცულობა დადგინდეს ინდივიდუალურად სასწავლო კურსების მასწავლებლებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციებით. სადაც ისინი მუშაობენ პირდაპირ პასუხობს იმ საგანმანათლებლო დისციპლინებს, რომლებიც მათ სწავლის ეტაპზე გაიარეს. მაგალითად კულტურის მენეჯმენტის არჩევითი მოდულის დისციპლინები.

         ტურისტული ფირმის ხელმძღვანელმა ვ. დიასამიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული ტურების 60-70 პროცენტი მოდის კულტურულ ტურებზე, ხოლო დარჩენილ სხვა თემატურ ტურებშიც კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ტურისტების სავიზიტო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. ბათუმსა და აჭარის მხარეში, როგორც საქართველოს სხვა მხარეებში, ტურისტთა მზარდი დინამიკა და ინტერესი კულტურული ტურების მიმართ კიდევ უფრო მეტად ზრდის ტურისტული ფირმებისა და სააგენტოების როლს, რაც განაპირობებს მოთხოვნას კვალიფიციური კადრებისადმი. ვინაიდან ჯერჯერობით წლის ყველა სეზონი არ არის ერთნაირად დატვირთული, ყველაზე მეტი მოთხოვნა ტურებზე მოდის ზაფხულის სეზონზე. ამ პერიოდში დამატებით, ხელშეკრულებით აგვყავს სპეციალისტები. განსაკუთრებით მოთხოვნადია სპეციალისტი, რომელმაც 1 უცხო ენა მაინც კარგად იცის. თუ 2 უცხო ენის, მაგალითად რუსული ენისა და  ევროპა-აზიის ერთ-ერთი უცხო ენის მცოდნე კადრი გვეყოლება დასაქმების მეტი შანსები ექნებათ.

             ტურისტული ფირმა მზადყოფნას გამოთქვამს სტუდენტებმა პრაქტიკა გაიარონ ამ დაწესებულებაში და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა განამტკიცონ ფირმაში შეძენილი პრაქტიკული უნარებით.

         ტურისტული ფირმის ხელმძღვანელმა ვ. დიასამიძემ თანხმობა განაცხადა ხელოვნების უნივერსიტეტსა და ტურისულ ფირმას შორის მომავალ თანამშრომლობაზე. 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031