განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

25 თებერვალი, 2022 წელი საგანმანათლებლო პროგრამების პროექტის განხილვა უნივერსიტეტის პარტნიორებთან

სურათი

25 თებერვალი 2022 წელი

კულტურის მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის საბაკალავრო, ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ე. მესხიამ  საგანმანათლებლო პროგრამების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან შესაბამისობის მოყვანის თემაზე ინფორმაცია მიაწოდა ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებს. განხილვაში მონაწილეობდნენ  აიდა აბუსერიძე -  ბათუმის მუსიკალური ცენტრის მენეჯერი, თეონა როდინაძე - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის  საქმისწარმოების სამსახურის უფროსი, ზვიად ელიაზიანი - ა(ი)იპ „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და

ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი, მეგი ციცაგი - ტურისტული სააგენტო „ევრო ტურის“ მენეჯერი, უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული მერაბ ბოლქვაძე, ამავე საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ნინო ხაჯიშვილი.  სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ  კულტურის მენეჯმენტისა და ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო  პროგრამების ხელმძღვანელი,    ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი სოფო თავაძე, კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო მამულაძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031