განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტთა სასწავლო გასვლითი პრაქტიკა 2023

სურათი

მიმდინარე წლის 3-4 ივნისს ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამების სტუდენტთა სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა. სტუდენტებმა მოინახულეს სვეტიცხოვლისა და სამთავისის  ტაძრები (XI ს), იდლეთის ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია (VI ს), მაღალაანთ ეკლესია (XII ს),  ბეთანიისა და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსები (XII-XIII სს მიჯნა),  საქართველოს ერონული მუზემისა და  ეროვნული გალერეის საექსპოზიციო  მასალები. გასვლითი პრაქტიკა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში შეძენილი თეორიული ცოდნის გაღრმავებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა-ანალიზის  უნარების განვითარებას, თანამედვროვე სახვითი ხელოვნებაში მიმდინარე მხატვრული ტენდენციების გაცნობას.      

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031