დამსაქმებელი

24 მარტი 2017 წელი-გაიმართა შეხვედრა

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა აჭარის მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებთან თემაზე: „სკოლა, უნივერსიტეტი, მუსიკალური თეატრი“,  სადაც განხილული იყო აჭარაში უწყვეტი მუსიკალური განათლების მიღების საკითხები, ამ კუთხით განხორციელებული მიღწევები  და არსებული პრობლემები. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თ. ბერიძე, ქ. ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ლ. ბოლქვაძე, აჭარის მუსიკალური დაწესებულებების ხელმძღვანელები და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და შეხვედრის მიზანი გააცნო ბხსუ-ს რექტორი ე. მესხია. უნივერსიტეტის პროფესორმა ხ. მანაგაძემ ჩაატარა პრეზენტაცია აღნიშნულ თემაზე. ისაუბრა არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე. მაღალმთიანი რეგიონის მუსიკალური სკოლის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს მუსიკალური განათლების პრობლემების შესახებ და სთხოვეს მეტი ყურადღება და დახმარება როგორც სამინისტროს, ასევე ქ. ბათუმის წამყვანი მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელებს. გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემაზე. დაისახა გზები მათი მოგვარებისთვის, რომელთა ჩართვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, როგორც მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელებმა და უნივერსიტეტმა ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.  

 
 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930