დამსაქმებელი

შეხვედრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებლთა სახელმწიფო თეატრში

სურათი

19 აპრილს 17:00 საათზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით მოეწყო შეხვედრა დამსაქმებელს, კურდამთავრებულებსა და სტუდენტებს შორის. თეატრის დასმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წარმოადგინა სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა" თანამედროვე ინტერპრეტაციით. წარმოდგენის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. განყოფილების უფროსმა მირანდა ბაღდადიშვილმა მადლობა გადაუხადა თეატრის პერსონალს შეხვედრისათვის. წარუდგინა სტუდენტები და სთხოვა თეატრის ადმინისტრაციას გამოეთქვა მოსაზრებები უნივერსიტეტსა და თეატრს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების სამომავლო განვითარების შესახებ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჩხაიძემ ისაუბრა თეატრის მუდმივ მზაობაზე სტუდენტთა  პროფესიული უნარების განვითარებისათვის. სტუდენტების ჩართულობაზე სტაჟირების პროგრამებში, მიაწოდა ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ. გამოხატა მათთან თანამშრომლობის სურვილი. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის როლზე პროფესიული უნარების ჩამოყალიბების საქმეში. მსახიობებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო სპექტაკლის წარმატებული ჩვენების შესახებ და გამოთქვეს სურვილი უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. სამსახიობო ჯგუფის პედაგოგმა მანანა ხელაიამ ისაუბრა უნივერსიტეტსა და თეატრს შორის ინტერაქტიული შეხვედრების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა შემოქმედებით და სასიამოვნო ატმოსფეროში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს  თეატრის პერსონალს სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრისათვის. 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930