უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

თამარ ბოკუჩავა, მაია გოშაძე - მსოფლიო თეატრის ისტორია, უძველესი და ანტიკური თეატრი, წიგნი I

სურათი

თქვენ წინაშეა მსოფლიო თეატრის ისტორიის პირველი წიგნი - "უძველესი და ანტიკური თეატრი".

სახელმძღვანელოში თეატრი განიხილება როგორც საკაცობრიო ცივილიზაციის თანამდევი ფართო კულტურული და ანთროპოლოგიური ფენომენი. რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულად იჩენს თავს პრიმიტიულ საზოგადოებასა თუ საკაცობრიო კულტურის განვითარებულ საფეხურებზე.

სწორედ თეატრის დინამიკური განვითარების პრინციპი დაედო საფუძვლად სახელმძღვანელოს, სადაც თეატრის რიტუალური და მითოლოგიური საწყისები, პროფესიული განვითარების მთელი სპექტრი ახალი ტიპის პრაქტიკის ყველა შესაძლო გამოვლენა (თერაპიული, ანთროპოლოგიური, სოციალური, და სხვ.) განიხილება როგორც ერთიანი ზოგადსაკაცობრიო გლობალური პროცესის ნაწილი თავისი ნაციონალური თუ ეპოქალური თავისებურებებით.

თეატრის ისტორიის I წიგნი გამოიცემა მისი თანაავტორის – მაია გოშაძის გარდაცვალების შემდეგ. მაიამ დაასრულა წიგნის მის მიერ მომზადებულ ნაწილებზე მუშაობა, თუმცა სახელმძღვანელოს გამთლიანებისა და საბოლოო სტრუქტურის მინიჭების პროცესში მონაწილეობა ვეღარ მიიღო. წიგნი გამოსაცემად მის გარეშე მომზადდა. თამარ ბოკუჩავა

 

გამომცებლობა „კენტავრი’’  თბილისი 2018 წ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031