ახალი ამბები

რექტორის ვიზიტი სომხეთში

28 ივნისი 2013 წელი

26-27 ივნისს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკაში. ე. მესხიამ მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კულტურის მენეჯმენტის პრობლემები.
სომხეთში ვიზიტის პერიოდში რექტორი ეწვია ერევნის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტს. საქმიანი შეხვედრის შემდეგ რექტორებმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სრულად

დასუფთავების კვირეული

16 ივნისი 2013 წელი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ დასუფთავების კვირეულში მიიღეს მონაწილეობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. აქციის მონაწილეებმა გაწმინდეს თამარის დასახლებაში თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. აქციის დასრულების შემდეგ სანთლები დაანთეს ეკლესიაში.
სრულად

მემორანდუმი კლასიკური ბალეტის სკოლასთან

15 ივნისი 2013 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელმწიფო კლასიკური ბალეტის სკოლას შორის.
სრულად

გამოცდა ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობაში

14 ივნისი 2013 წელი

გაიმართა სადიპლომო ნაშრომების დაცვა ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობაში.საკუთარი მოდელები წარმოადგინეს დიპლომანტებმა მაია არქანიამ, მერი თავართქილაძემ, თამარ ცეცხლაძემ და თამარ ჯიმშერაძემ. ჯგუფის ხელმძღვანელი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დიანა თალაკვაძე.
სრულად

გამოცდა სასცენო მეტყველებაში

14 ივნისი 2013 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის, დრამატული თეატრისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის პირველ კურსზე გაიმართა ღია გამოცდა სასცენო მეტყველებაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031