გერმანელი სტუმრები

სურათი

4 აპრილი 2013 წელი

   ხელოვნების უნივერსიტეტს მეგობრული ვიზიტით ეწვია დელეგაცია გერმანიიდან, იენს ლიპსდორფი - ბრანდერბურგის ფედერალური მიწის პარლამენტის წევრი, განათლების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, სილკე ლუთერთი - ქ. კოტბუსის ადგილობრივი პარლამენტის წევრი, მაიკე ჰოლტში - ქ. შპრემბერგის ადგილობრივი პარლამენტის წევრი. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან. შეხვერდას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გორაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი.  სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, გაცნენ  სახვითი, სასცენო და კინოხელოვნების სპეციალობებზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, დაესწრნენ სამსახიობო ჯგუფის რეპეტიციას.   ასევე ნახეს თრეილერი  უნივერსიტეტის პროფესორის, კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის ახალი ფილმისა "სოლომონი".    

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031