რექტორის ვიზიტი სომხეთში

28 ივნისი 2013 წელი

26-27 ივნისს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკაში. ე. მესხიამ მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კულტურის მენეჯმენტის პრობლემები. სომხეთში ვიზიტის პერიოდში რექტორი ეწვია ერევნის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტს. საქმიანი შეხვედრის შემდეგ რექტორებმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031