წინასაახალწლო კონცერტი

სურათი

28 დეკემბერი 2013 წელი

გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი. შესრულდა არიები მოცარტის, პუჩინის, დონიცეტის და ვერდის ნაწარმოებებიდან. მონაწილეობდნენ მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის მიმართულების სტუდენტები; გუნდი, ქორმაისტერი ლ. დოლიძე; სოლისტები ე. გორგილაძე, მ. გასპარიანი, ე. დილოიანი; კონცერტმაისტერები: რ. კვახაძე, ნ. ნიშნიანიძე, ე. სოსელია, ლ. ლურსმანაშვილი; პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ალაფიშვილი, საოპერო მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ცერიაშვილი. კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ზ. ანჯაფარიძის საოპერო სტუდიის სოლისტი, ევროპაში მოღვაწე ტენორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ირაკლი კახიძე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031