დიზაინერ გოგა ნიქაბაძის ჩვენება მოსკოვში

27 ოქტომბერი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ბათუმელი დიზაინერის გოგა ნიქაბაძის კოლექციის ჩვენება მოეწყო მოსკოვში. „მერსედეს ბენცის“ Fashion Week-ზე მოდის კვირეულში 70-ზე მეტი რუსი და უცხოელი დიზაინერი მონაწილეობს. გოგა ნიქაბაძე საკუთარ კლექციას „მერსედეს ბენცის“ Fashion Week-ზე უკვე მესამედ წარადგენს.