ირანის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

სურათი

1 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ირანის გენერალური კონსული ეწვია. ახმად რეზა არჯაანი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა. საუბარი შეეხო ირანის კულტურის დღეებს, რომელიც ბათუმში 17-18 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნების უნივერსიტეტში ირანელი რეჟისორების კინოსეანსები მოეწყობა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს. ირანის გენერალური კონსულის თქმით, სამომავლოდ ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები შეიძლება დაიგეგმოს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031