მასტერკლასი პროდიუსინგში

4 დეკემბერი 2015 წელი
პროდიუსერმა, ნიკოლოზ აბრამაშვილმა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაში, ჩაატარა მასტერკლასი. ის გახლავთ 2015 წელს საქართველოს სახელით ოსკარზე წარდგენილი ფილმის "მოირა" და 2013 წელს გადაღებული ცნობილი ქართულ-ფრანგული კო-პროდუქციის "ძმა" თანაპროდიუსერი. ასევე მუშაობდა რეჟისორ ნინო ჟვანიას ფილმზე "აღლუმი". რომლის გადაღებები მიმდინარეობდა აჭარის ტერიტორიაზე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში.